მთავარისიახლეებისამართალითბილისში მადრიდის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისში მადრიდის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

Published on

თბილისის ინტერპოლმა მადრიდის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე სამართალდამცველებმა ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას თბილისის აეროპორტში დააკავეს. 
 
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.
 
ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....