მთავარისიახლეებიკონფლიქტებიკაბანოვის მკვლელობის საქმე- რუს ტურისტებზე თავდასხმაში ორი ეჭვმიტანილიდან ...

კაბანოვის მკვლელობის საქმე- რუს ტურისტებზე თავდასხმაში ორი ეჭვმიტანილიდან ერთმა აღიარებითი ჩვენება მისცა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეტში რუს ტურისტებზე თავდასხმაში  ეჭვმიტანილი ორი დაკავებულიდან ერთმა აღიარებითი ჩვენება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას RIA ავრცლებს. 
 
გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები ერთმანეთის ღვიძლი ძმები არიან – ადგურ და დაურ ჯინჯოლიები  ( დაბ. წელი: 1988 და  1987 ) სოფელ აბღარხუქიდან. 
 
 
11 ივლისს, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში, ტურისტებს ფულის გამოძალვის მიზნით   ორი პირი დაესხა თავს. . ტურისტებიდან ერთ-ერთმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მოკლა. 
 
ამ რეზონანსული მკვლელობის ფონზე რუსეთის ხელმძღვანელობა აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობისგან  დაკავებულების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.
  აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა, გუდაუთის რაიონში მოკლული რუსი ტურისტის ოჯახს ფულად კომპენსაციას გადაუხდის და მოსკოვში გადასვენების ხარჯებსაც საკუთარ თავზე აიღებს.
 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...