მთავარისიახლეებისამართალი2,5 კგ ოქროს ნაკეთობები- ავტომანქანის სამალავებში. საქართველოს საბაჟოზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

2,5 კგ ოქროს ნაკეთობები- ავტომანქანის სამალავებში. საქართველოს საბაჟოზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს გადატანის მცდელობისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.
 
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა.  ავტომანქანაში მოწყობილი  სამალავებიდან, ამოღებულია ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება  148 000 ლარს შეადგენს" – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად,  მიმდინარე წელს ამოღებულია 13,5 კილოგრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო ღირებულება  910 000 ლარს შეადგენს.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...