მთავარისიახლეებისამართალისასამართლო პროცესზე შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

სასამართლო პროცესზე შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს  11:00 საათზე განახლდა
 
ამ დროისათვის სასამართლოში პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.  შორენა თეთრუაშვილმა სასამართლოში შესვლისას  მედიასთან კომენტარებზე უარი თქვა. 
 
დღევანდელ პროცესზე  ამ სკანდალურ მოწმესთან ერთად, დღეს დახურულ პროცესზე სინოდის წევრები და პატრიარქის სამდივნოს თანამშრომლებიც დაიკითხებიან. შესაძლოა, დღესვე მისცეს ჩვენება მეუფე იაკობმაც. 
 
პარალელურად, დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ სარჩელზე და მიიღებს თუ არა მას წარმოებაში პირველი ინსტანცია.
 
საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი, რომელიც დეკანოზის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება, არ მიიღო წარმოებაში, რაც ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...