მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ქართველები არ შეეგუებიან მის საოკუპაციო პოლიტიკას

რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ქართველები არ შეეგუებიან მის საოკუპაციო პოლიტიკას

Published on

არა ოკუპაციას! – აქციის მონაწილეთა კოლონა ბერშუეთისკენ უკვე დაიძრა, ორგანიზატორების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი და შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
 
„ჩვენ არ მივდივართ ერთი კონკრეტული ბანერის გასაპროტესტებლად. ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთის აგრესიას და იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ტემპს იძენს და საშიში ხდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის,“ – განაცხადა ლაშა ბერულავამ.
 
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან საქართველოს საზღვრების რუსი ჯარისკაცების მიერ გაკონტროლებას, უმრავლესობაში არიან.
 
„ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ქართული საზღვრები გააკონტროლონ რუსმა სამხედროებმა და ქართული საზღვარი მოვიდეს ლამის უკვე ავტობანამდე. რუსეთში უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გაუწევენ წინააღმდეგობას საოკუპაციო პოლიტიკას. ის ადამიანების, რომლებიც ითხოვენ ოკუპაციის კანონის გაუქმებას, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ ქვეყანაში არიან უმცირესობაში,“ – აცხადებს ელისო კილაძე.
 
საოკუპაციო ხაზთან, მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაააქტიუროს.
 
„ყველამ უნდა გაიგოს, რომ მტერთან კოლაბორაცია, მტერთან თანამშრომლობა არის ღია ღალატი ქვეყნის. მივდივართ ამის გასაპროტესტებლად. რუსეთი არ არის საფრთხე მარტო საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ის საფრთხე გახდა ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც და თავისუფალი სამყარო ამ ბრძოლაში დაამარცხებს დიქტატურას, რომლიც გუდავს ყველა თავისუფალ ქვეყანას გარშემო,“ – ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...