მთავარისიახლეებისაზოგადოებაპალიასტომში უცნობი ქალის ცხედარი იპოვეს

პალიასტომში უცნობი ქალის ცხედარი იპოვეს

Published on

ქალის ცხედარი იპოვეს ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან.
 
ცხედარი ნაპირთან ახლოს ნიჩბოსნობის სკოლის სპორტსმენებმა შენიშნეს და მაშინვე სამაშველო სამსახურსა და პოლიციას დაუკავშირდნენ. 
 
რა გახდა 50 წლამდე ქალის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დააგენს.
 
ცხედარი უკვე გადაასვენეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში. უცნობია გარდაცვლილის ვინაობაც.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით – მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
 

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....