მთავარისიახლეებისამართალი,,ჩემს შვილს იარაღი პოლიციამ ჩაუდო'' - მსჯავრედებულის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

,,ჩემს შვილს იარაღი პოლიციამ ჩაუდო” – მსჯავრედებულის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

Published on

 სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან,  მსჯავრდებული პაპუნა ნანეიშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა.
 
ოჯახის წევრების განცხადებით პაპუნა ნანეიშვილი წელიწადზე მეტია უკანონოდ იხდის სასჯელს-  პოლიციის თანამშრომლებმა მას იარაღი ჩაუდეს. მსჯავრდებული 54 დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილია საავადმყოფოში. 
ოჯახის წევრები მოითხოვენ საქმის ხელახალ გამოძიებას და საქმეში გენერალური ინსპექციის ჩართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმამენტული აქციებით იმუქრებიან.
 
,, ჩემი შვილი უკანონოდ დააკავეს, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სამართლიან გამოძიებას და საქმეში გენერალური ინსპექციის ჩარევას, წინააღმდეგ შემთხვევაში გზებსაც გადავკეტავთ და პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ"-აცხადებს დაკავებულის მამა თამაზ ნანეიშვილი.
 
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 26 წლის პაპუნა ნანეიშვილი დაახლოებით ერთი წლის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს, სასმართლომ მას 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...