მთავარისიახლეებისამართალიაბესაძის საქმეში შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც

აბესაძის საქმეში შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც

Published on

ქრთამის აღებაში ბრალდებული თბილისის  მერიის მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის საქმის პროკურორის განცხადებით, ამავე საქმეში შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც.
 
 მისი თქმით, დაკავებული ამ საქმესთან დაკავშირებით საუბრისას ახსენებს სხვა მაღალჩინოსანსაც, თუმცა ვისი სახელით და თანამდებობით სარგებლობდა აბესაძე, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. 
 
„მოცემულ საქმეზე არსებობს როგორც სატელეფონო ჩანაწერები, ასევე ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერ მოგახსენებთ, მაგრამ მერიის თანამშრომლების სახელებს იყენებს,“ – განაცხადა პროკურორმა.
 
თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას წარმომადგენელს ბრალად ქრთამის აღება ედება. გამოძიების ვერსიით, ოთარ აბესაძემ ერთ-ერთ რესტორანს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვების მიღების სანაცვლოდ 3000 დოლარი გამოართვა. დღეს საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...