მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკეთესი იქნებოდა, თუ რუსეთის მხრიდან გადმოიდგმებოდა შემხვედრი ნაბიჯები, რომ ჟენევის ...

უკეთესი იქნებოდა, თუ რუსეთის მხრიდან გადმოიდგმებოდა შემხვედრი ნაბიჯები, რომ ჟენევის ფორმატი რეალურადმუშა და ეფექტური გახდეს – ქეთევან ციხელაშვილი

Published on

სახელმწიფო მინისტრი  შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ დეოკუპაციისა და ოკუპირებული რეგიონების პრობლემებზე სამსჯელოდ უკვე არსებობს ჟენევის ფორმატი.
 
 სწორედ ჟენევის დისკუსიები არის საქართველო-რუსეთის დისკუსიების ფორმატი და განსაზღვრული აქვს მანდატი, რომ უნდა განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ პოზიციები მიმართული იქნება იქითკენ, რომ ეს ფორმატი გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად. რა თქმა უნდა,  ძალიან კარგი იქნებოდა თუ რუსეთის მხრიდან გადმოიდგმებოდა  შემხვედრი ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი რეალურად გავხადოთ მუშა და ეფექტური,“ – ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის მზაობის შესახებ პირდაპირი დიალოგისთვის რაღაც სხვა  ფორმატში. 
 
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...