შეიყვანს თუ არა მოსკოვი ,,ომონს” აფხაზეთში? – ტურიზმი აფხაზურად: ,,ითევზავეთ, იბანავეთ და ისეირნეთ დაცვის თანხლებით”

0
411
რუსი ტურისტის მკვლელობას და ბავშვების გატაცებას გუდაუთაში, კემპინგის რაიონში თევზაობისას სოციალურ ქსელებში  რუსებისა და აფხაზების მწვავე რეაქცია მოყვა.
 
რუსები ინტერნეტსივრცეში ერთმანეთს აფრთხილებდნენ, "არ გაეკარონ აფხაზეთს, სადაც ველური და საშიში ადამიანები ცხოვრობენ და მზად არიან, ფულის გამო უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად გაუსწორდნენ…"
 
 ,,ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ძალიან ბევრი დამსვენებელი რუსეთში დაბრუნდა ''- წერენ აფხაზები – ,,არიან ისეთები, ვინც აფხაზეთში წამოსასვლელად ემზადებოდა, თუმცა, მსგავსი ფაქტების შემდეგ გადაიფიქრა… ამ სეზონზე აფხაზეთს არ გაუმართლა ''.
 
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც და მოსახლეობაც სავსებით საფუძვლიანად წუხან,  რომ მომხდარი უმძიმესი დარტყმაა აფხაზურ ტურიზმზე, რომელიც მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროა. 
ბევრმა  ადგილობრივმა ტურისტების შესანარჩუნებლად გამოსავალი იპოვა, – მათივე უსაფრთხოებისთვის გადაწყვიტეს, ქუჩაში გასული დამსვენებლები გააცილონ. სხვა შემთხვევაში, აფხაზეთი ტურისტებისგან დაცარიელდება – ამბობებ ისინი თუმცა არის  ირონიული კომენტარებიც, – "რამე ისე არ არის?!. ხომ მოიწყვეთ "რუსული სამოთხე?.." ჰოდა, დაისვენეთ…"
 
აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის სემენ გრიგორევიჩის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, ის აფხაზეთის "ხელმძღვანელობას" ესაუბრა და რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების მნიშვნელობასა და მათი უსაფრთხოების პრიორიტეტულობაზე გააკეთა აქცენტი. 
 
"საელჩო მოუწოდებს  ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ  სიფრთხილე  და ყურადღება.ს… სულ ეს არის, რის გაკეთებაც ამ ეტაპზე შემიძლია. თუმცა, შემდეგ ეტაპზე, თუ ეს სახიფათო ტენდენცია გაგრძელდება, რუსეთის მზად არის ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს" – აცხადებს სემენ გრიგორევი, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ ქმედით ნაბიჯებში.  
 
აფხაზების რეაქცია ელჩის ამ განცხადებაზე კიდევ უფრო მძაფრი აღმოჩნდა ვიდრე თავად მკვლელობის ფაქტზე, საქმე რუსებისადმი აფხაზების  ისედაც გართულებული დამოკიდებულების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ მიდის.
ბევრმა ამ განცხადებაში დაინახა მინიშნება რუსეთის მიერ აფხაზეთში წესრიგის დასამყარებლად და საკუთარი მოქალაეების დასაცავად   ,,ომონის'' შემოყვანის საჭიროებაზე.. 
 
აფხაზები ისედაც მუდმივად წერენ, რომ კორუფციაში ჩაფლულ რეგიონს შველა სჭირდება, მაგრამ  მხოლო და მხოლოდ საკუთარი ძალებით,  და თუ არსებული ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს ან არ სურს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
 რუსები  აქამადეც წერდნენ ( მართალია შეფარვით), მაგრამ ახლა უკვე ღიად აცხადებენ,  რომ აფხაზეთში  წესრიგი ვერ დამყარდება, თუ იქ რუსული ომონი არ შეიყვანეს.  
" თუ აფხაზეთის და რუსეთის ხელისუფლებებს უნდათ, რომ მათი  მოქალაქეები უსაფრთხოდ იყვნენ, აუცილებლად უნდა შეიყვანონ ომონი, სხვა შემთხვევაში გამუდმებული საფრთხის ქვეშ იქნებიან არა მხოლოდ ტურისტები, არამედ , ისინიც ვისაც აფხაზურთან ერთად, რუსული პასპორტებიც აქვთ.''
 
რუსული "ომონის" ხსენებას აფხაზურ წრეებში პროტესტი მოჰყვა, – წესრიგი უნდა დამყარდეს, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორი" აპირებს. – წერენ ისინი. გამოჩნდა ბევრი, ვინც რუსი დამსვენებლის მოკვლას პროვოკაციად, მოსკოვის სცენარით დადგმულად თვლის, ზოგს ეჭვი იმაშიც კი შეაქვს, რომ   "აფსნი ლაიფის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ახალი არ არის –  იხსენებენ, რომ ზუსტად ასეთი შემთხვევა 2016 წელს მოხდა და არ არის გამორიცხული, სურდეთ ის ძველი ამბავი დღევანდელ ამბად შემოგვასაღონ.''  
 
"აი, ომონის შემოყვანაზეც ალაპარაკდნენ. ახლა ხომ გასაგებია, რას და ვის ემსახურება ჩვენი ე.წ. დამოუკიდებელი გამოცემების მიერ ატეხილი ხმაური, რომ აქ ყოველდღე ხდება მკვლელობები და ყაჩაღობები, თითქოს ეს სხვაგან არ ხდება… რისი მიღწევა გვინდა ამ იდეოლოგიითა და იმის წარმოჩენით, რომ ეს საშიში ქვეყანაა, – თავად ვერ ვუვლით ქვეყანას და რუსული "ომონის" შიშით კანონმორჩილები გავხდებით?!.
 
"რისი თქმა უნდა ამით ჩვენს ხელმძღვანელობას – ,, პრობლემებს დამოუკიდებლებად ვერ ვაგვარებთ, მით უფრო, ხელფასებსა და პენსიებსაც რუსეთი გვიხდის და სამოქმედო არეალი გავუფართოვოთო?.. მაგრამ  რის ფასად?.." -შფოთავენ  აფხაზები…
 
 
წინა სტატიაენმ ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას რუსეთისადმი სრულ ლოიალურობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ ოფიციალურად გაიხსნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური