მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთელი მეთევზეები მერიასთან იკრიბებიან

ფოთელი მეთევზეები მერიასთან იკრიბებიან

Published on

ფოთელმა  მეთევზეები დღეს 12 საათისთვის  მერიასთან შეკრებას გეგმავენ. ისინი უკვე მეორე დღეა, პალიასტომის ტბაზე არესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ.
გუშინ მეთევზეებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის პარალელურად, მეთევზეების ნაწილმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. 
ვითარების განეიტრალება საპატრულო პოლიციის ჩართვის შემდეგ მოხდა.
გუშინვე ერთ-ერთმა მეთევზემ თვითდაზიანებაც მიიყენა.
მათი თქმით, 300-ზე მეტი ოჯახი თავს თევზაობით ირჩენს და ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. პალიასტომის ტბა კი, კოლხეთის დაცულ ტერიტორიებში შედის და იქ თევზჭერას კანონი არეგულირებს.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...