მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ ოფიციალურად გაიხსნა

ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ ოფიციალურად გაიხსნა

Published on

ანაკლიაში პირველი ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე ადგილობრივმა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. 50-მდე კომპანიას სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში საკუთარი წარმოების პროდუქცია ჰქონდა გამოფენილი. ჩაი, ღვინო, ხელნაკეთი ნივთები, ნაყინი, ტანისამოსი, ყველიანი კვერები – ანაკლიის პირველი ბიზნესფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ფესტივალი მიზნად ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანაკლიის პირველ ბიზნესფესტივალში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და უესეიდის პროექტი ზრდა ერთობლივად ახორციელებენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანაკლიის ბიზნესფესტივალს საფუძველი წელს ჩაეყარა და ამიერიდან ის ყოველწლიურად გაიმართება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...