მთავარისიახლეებიპოლიტიკასაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

Published on

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 
 
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საგარეო მიმართულება.
 
„ეს ყოველთვის იყო კიდეც პრიორიტეტი და ამ დანიშვნით, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობთ, რომ საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებად“, – განაცხადა კვირიკაშვილმმა.
 
ვიცე პრემიერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. საქართველოს მთავრობაში ვიცე პრემიერის სამი თანამდებობაა. პირველი ვიცე პრემიერის პოსტს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იკავებს, ვიცე პრემიერები არიან ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...