მთავარისიახლეებისაზოგადოება,,რუსი დამსვენებლების უსაფრთხოება პრიორიტეტული ამოცანაა – მე ეს არაერთხელ მითქვამს აფხაზეთის რესპუბლიკის...

,,რუსი დამსვენებლების უსაფრთხოება პრიორიტეტული ამოცანაა – მე ეს არაერთხელ მითქვამს აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის”– რუსეთის ელჩი აღშფოთებულია

Published on

„მე, როგორც ელჩი და სრულიად საელჩო აღშფოთებულნი ვართ მომხდარით. ეს ცინიკური დანაშაულია.–  ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი რუსი ტურისტის დაღუპვას თავდამსხმელთა ხელით  – . აღნიშნულთან დაკავშირებით ვიმედოვნებ, რომ სამართალდამცავები უახლოეს დროში მოახდენენ დამნაშავეების დაკავებას და დასჯამე არაერთხელ მითქვამს აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის, რომ რუსი დამსვენებლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა პრიორიტეტული ამოცანაას ამასთან დამსვენებლებს მოვუწოდებ აფხაზეთში ყოფნისას ფრთხილად იყვნენ''
 
,,პრიორიტეტილი ამოცანის შესრულებაში ჩაჭრილმა''  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ,   რომელიც თავდამსხმელთა იდენტიფიცირებას ერთი მილიონი რუბლის ოდენობის ჯილდო დააწესა თავდამსხმელთა შესახებ ინფორმაციისის მიწოდებისთვის. ამასთან აცხადებს რომ  დაღუპული რუსი ტურისტის ოჯახს ფულად კომპენსაციას გადაუხდის. 
 
შეგახსენებთ, გუშინ , დილის 12 საათსა და 20 წუთზე მოსკოველი დამსვენებლების  ჯგუფს, რომელიც სათევზაოდ იმყოფებოდა გუდაუთის რაიონის სოფელ აჩადარაში, ზღვაში შემდინარე ააფსთას ნაპირზე  ,  დანებითა და ავტომატებით  შეიარაღებული ორი უცნობი ნიღბიანი პირი დაესხა თავს და   ფული მოსთხოვა. ერთ-ერთმა მამაკაცმა1984 წელს დაბადებულმა ანდრეი კაბანოვმა  თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, შედეგად ყაჩაღებმა მას ორჯერ ჩასცეს დანა გულ–მკერდის არეში, ხოლო დაჭრილის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ასევე ოჯახის ახლობელი ქალი ორი შვილით გაიტაცეს და მიიმალნენ, თუმცა მალევე დატოვეს გზაში .შემთხვევის ადგილზე  ყოფმა სხვა დამსვენებლებმა და ადგილობრივებმა  კაბანოვი გამჭოლი ჭრილობებით, უმძიმეს მდგომარეობაში წაიყვანეს გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა   ვერ შეძლეს. 
 
მკვლელებს გუშინ მთელი დღე ეძებდნენ გუდაუთი მიდამოებში, ძებნაში ვერტმფრენებიც იყო ჩართული. დილიდან ძებნის არეალი გაფართოვდა, მაგრამ შედეგი არ არის. 
 
 

 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...