მთავარისიახლეებისაზოგადოებარევაზ ხარაზი ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლზე მიწის გასხვისებას აპროტესტებს და საეჭვოდ დაბალ...

რევაზ ხარაზი ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლზე მიწის გასხვისებას აპროტესტებს და საეჭვოდ დაბალ ფასს შესაძლო კორუფციას უკავშირებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი რევაზ ხარაზი ბათუმში, ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებს. როგორც ხარაზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აჭარის მთავრობა აუქციონის წესით ზღვის სანაპირო ზოლზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 4 მილიონ 100 ათასი ლარად გასხვისებას ცდილობს. 
 
ოპოზიციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სანაპირო ზოლზე კვადრატული მეტრის 316 ლარად გასხვისება მინიმალურია, რაც კორუფციის ეჭვებს ბადებს. 
 
„ბათუმში, ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, აჭარის მთავრობამ 12 ათას 971 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე აუქციონი გამოაცხადა. კვადრატულ მეტრზე საწყისი ფასი 316 ლარით განისაზღვრა, რაც აბსურდია. ზღვისპირა ზოლში არ შეიძლება 316 ლარად მიწის ნაკვეთი შეფასდეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აჭარის მთავრობა კორუფციული გზით მიდის. მახინჯაურში „მზიურისა“ და ბათუმში სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი დაბალ ფასად გასხვისდა, რაც ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ. მახინჯაურში, „მზიურის“ ტერიტორიასთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაში განიხილება. ამ კონკრეტულ აუქციონს უნდობლობას ვუცხადებთ, რადგან თავიდანვე განწირულია. აუქციონის პირობების მიხედვით, კინო-თეატრი და ბავშთა გასართობის ცენტრი მოეწყობა. ასევე მითითებულია, რომ 25 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ტერიტორიის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებთ, რომ საკითხით დაინტერესდნენ“,- განაცხადა რეზო ხარაზმა.
 
რევაზ ხარაზის განცხადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე  პასუხობს. როგორც მინისტრი აცხადებს, ტერიტორიაზე 25 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება და პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა მოეწყობა, რაც რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს. 
 
მისივე თქმით, აუქციონი გამჭვირვალედ წარიმართება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მონაწილეობის მიღება შეუძლია. ,,ქონების საპრივატიზაციო ფასი ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნორმატიული ღირებულებით განისაზღვრა. ეს არის საწყისი საპრივატიზაციო ფასი,რაც ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის შედეგად შესაძლოა გაიზარდოს“-, განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ. 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...