მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ უნდა ვილოცოთ ადა მარშანიაზე?

რატომ უნდა ვილოცოთ ადა მარშანიაზე?

Published on

“მოსკოვის დროით, 15:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში იწყება პატრიოტთა ალიანსის დელაგაციის შეხვედრა რუს დეპუტატებთან. ილოცეთ ჩვენზე.  ” – არც მეტი, არც ნაკლები, ეს თხოვა ქართველ ხალხს ადა მარშანიამ მოსკოვიდან.
აფხაზია და შეიძლება ეპატიოს, რომ ვერ ერკვევა, რა ნიშნავს ქართულად ,,ილოცეთ ჩვენზე'' და რას – ,,ილოცეთ ჩვენთვის'' ( ან იქნებ იცის, მაგრამ   გონია, რომ  ღვთის სწორი  ქალია და საქართველოს მხსნელი გმირი ), მაგრამ,  სანამ ადა მარშანია ჩვენს დასანახად ასე  ,,იჭუ დო იხალუ''( იწვის და იხალება) , მაგრამ სინამდვილეში  სიხარულით  იხვეჭს  დივიდენდებს მოსკოვში,  ლოცვას მასზე და მისთვის, როგორც ოდიოზურ ფიგურაზე, არც არავინ აპირებს თვით მისი თანამოაზრეების წრიდანაც კი.
 
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს,   "პატრიოტთა ალიანსის"  მოსკოვში ჩასვლას და რუს დეპუტატებთან შეხვედრას, რბილად რომ ვთქვათ,  უდიდესი უმრავლესობა როგორც მინიმუმ, სკეპტიკურად და ღირსებაზე ხელის აღებად  აფასებს.
 
რუსეთის დუმის დეპუტატებთან ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრებს საქართველოს ღალატად აფასებს  რუსეთში მცხოვრები ანალიტიკოსი  ლოლიტა წარია. იგი  ამბობს, რომ ქართველი დეპუტატები ხელს უწყობენ კრემლს მოახდინოს საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაცია.
 
„უკრაინის მოვლენების გამო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კვლავ წამოიჭრა საერთაშორისო არენაზე. მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა, მისი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ახალი ნაკადი იწყება. ამ დროს კი, იმ ქვეყნის წარმომადგენლები რომლის ნაწილი ოკუპირებულია, მიდიან რუსეთში და საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებენ, თითქოს მოსკოვთან რაიმეზე მოლაპარაკება შესაძლებელია.
 
"ქართველი პარლამენტარები ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ და ამას ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა არ ეწინააღმდეგება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მათი პოლიტიკაა. რუსეთი შეეცდება იმის ლეგიტიმაციას, რაც უკვე ჩაიდინა და ნებისმიერ თემაზე ისაუბრებენ, დეოკუპაციის გარდა. ეს შეხვედრა საქართველოს პოლიტიკის შემოტრიალების დემონსტრირებაა. ვთვლი, რომ ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია,”- აცხადებს ლოლიტა წარია.

 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...