მთავარისიახლეებისაზოგადოებამეთევზეეები პალისტომზე თევზაობის შეზღუდვას აპროტესტებენ

მეთევზეეები პალისტომზე თევზაობის შეზღუდვას აპროტესტებენ

Published on

ფოთში, მალთაყვის უბანში, მეთევზეებმა გუშინ აქცია გამართეს და პალიასტომის ტბაზე არსებული აკრძალვები გააპროტესტეს.
 
აქციის მონაწილეთა თქმით, თევზჭერას დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ, არადა ეს  მათთვის თავის რჩენის ერთადერთი წყაროა. 
 
,,ყველანაირი ბადით თევზაობა არ შეგვიძლია, მისი სიმაღლე და სიგრძე განსაზღვრულია. პრაქტიკულად ასეთი ბადით სამი თევზის დაჭერაა შესაძლებელი. ნავის ძრავა 30 ცხენის ძალას არ უნდა აღემატებოდეს. როცა ოჯახს თევზჭერით ვარჩენ და სხვა ალტერნატივა არ გამაჩნია, მშიერი უნდა დავიხოცოთ? არ ვიპარავთ, ვშრომობთ და ეს მთავრობა ამასაც გვიზღუდავს“, – აცხადებენ ისინი.  
 
 აქციის მონაწილეების თქმით, კარგად ესმით, რომ  .პალიასტომის ტბა კოლხეთის დაცულ ტერიტორიაში შედის და შეზღუდვების მოხსნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, და ამიტომ გამოავალს  კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვით იმუქრებიან.
 
 
 
 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...