მთავარისიახლეებიმსოფლიოქალაქ მოსულს უკვე ერაყის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

ქალაქ მოსულს უკვე ერაყის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

Published on

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულზე კონტროლი დაამყარეს. განცხადებას ერაყის პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
 
ისლამისტი მებრძოლებისგან მოსულის გათავისუფლების შემდეგ ქალაქში ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ აბადი ჩავიდა, რომელმაც სამხედროებს გამარჯვება პირადად მიულოცა.
 
პრემიერმა აქვე  ქალაქში დარჩენილი ტერორისტების ლიკვიდაციის და ქუჩების განაღმვის ბრძანება გასცა.
 
მოსულის დაკარგვა დიდი დანაკლისია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსთვის და სამხედრო ექსპერტების შეფასებით ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისა შეიძლება აღმოჩნდეს მოვლენათა შემდგომ განვითარებაში.
 
მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების განადგურება ერაყელი ხალხის უდიდესი გამარჯვებაა. – ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
„სირია ერაყის მთავრობას, მის არმიასა და ხალხს ამ წარმატებას ულოცავს და ხაზგასმით აღნიშნავს ორი ძმური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის მნიშვნელობას „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისთვის“, – ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში. 
 
ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი ისლამისტებმა 2014 წელს დაიკავეს. ინტენსიური ბრძოლა მის გასათავისუფლებლად ბოლო 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
 

 

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...