მთავარისიახლეებიმსოფლიოქალაქ მოსულს უკვე ერაყის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

ქალაქ მოსულს უკვე ერაყის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

Published on

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულზე კონტროლი დაამყარეს. განცხადებას ერაყის პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
 
ისლამისტი მებრძოლებისგან მოსულის გათავისუფლების შემდეგ ქალაქში ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ აბადი ჩავიდა, რომელმაც სამხედროებს გამარჯვება პირადად მიულოცა.
 
პრემიერმა აქვე  ქალაქში დარჩენილი ტერორისტების ლიკვიდაციის და ქუჩების განაღმვის ბრძანება გასცა.
 
მოსულის დაკარგვა დიდი დანაკლისია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსთვის და სამხედრო ექსპერტების შეფასებით ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისა შეიძლება აღმოჩნდეს მოვლენათა შემდგომ განვითარებაში.
 
მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების განადგურება ერაყელი ხალხის უდიდესი გამარჯვებაა. – ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
„სირია ერაყის მთავრობას, მის არმიასა და ხალხს ამ წარმატებას ულოცავს და ხაზგასმით აღნიშნავს ორი ძმური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის მნიშვნელობას „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისთვის“, – ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში. 
 
ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი ისლამისტებმა 2014 წელს დაიკავეს. ინტენსიური ბრძოლა მის გასათავისუფლებლად ბოლო 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
 

 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...