მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპრემიერ-მინისტრი: ოპონენტების განცხადებები ოკუპაციასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შესახებ უსაფუძვლოა

პრემიერ-მინისტრი: ოპონენტების განცხადებები ოკუპაციასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შესახებ უსაფუძვლოა

Published on

ოკუპაცია არის ხელისუფლებისთვის პირველი საკითხი ყველა შეხვედრაზე – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. პრემიერმა ოპონენტების მიერ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა, რომელიც ოკუპაციასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას ეხებოდა.
 
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება მეორე-მესამე პლანზე არ გადაუწევია და ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე განხილვას განაგრძობს.
 
კვირიკაშვილის თქმით, სწორედ რუსული ოკუპაცია იყო  შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა.
 
„ჩვენს ხელისუფლებას არცერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში. ჩვენი ოპონენტები ამაზე ავრცელებენ ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს, რომ ჩვენ ეს საკითხი თითქოსდა აღარ გვაქვს პირველი და მათი სხვადასხვა გამოკითხვის მეშვეობით ცდილობენ, რომ ეს საკითხი გადაიტანონ მეორე, მესამე და ა.შ. შრეში. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან საუბრისას, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი თემა,“ – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
 
პრემიერი ამბობს, რომ ოკუპაცია არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო. მისივე თქმით, ხელისუფლება გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც პრობლემას მშვიდობიანად მოაგვარებს.
 
„ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე. რა თქმა უნდა, მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...