მთავარისიახლეებიპოლიტიკაორი მარში - ორი საქართველო

ორი მარში – ორი საქართველო

Published on

 14 ივლისს,  თბილისსა და ბათუმში ე.წ. „ქართველთა მარში“ გაიმართება.მარშის ორგანიზატორების თქმით, მათი  მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაა. მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „ქვეყანა უნდა გაიწმინდოს“ უცხოელი კრიმინალებისგან, რომლებიც არიან მანიაკები,  აუპატიურებენ ბავშვებს, ჩადიან სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობას, ეწევიან პროსტიტუციას, ავრცელებენ ნარკოტიკებს,  და ეს დეპორტაციის გზით უნდა მოხდეს.’’
 
14 ივლისს გაიმართება ასევე აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ, რომლის ერთერთი ორგანიზატორი –  რადიოკომპანია"აფხაზეთის ხმის"  საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ამბობს, რომ  მონაწილეები ამ აქციით საქართველოს მთავრობას  ანტისაოკუპაციო მოქმედებების გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. „რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ აქციაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ, როგორც რუსმა ოკუპანტებმა, ასევე დანარჩენმა მსოფლიომ დაინახონ, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს სტკივა ოკუპაცია,“- აცხადებს ლაშა ბერულავა.
 
ლაშა ბერულავას თქმით, ე.წ. "ქართველთა მარშთან" უბრალო დამთხვევა მოხდა. თუმცა აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი ანტისაოკუპაციო აქცია უნდა იყოს.„ეს არის პრიორიტეტი და არა გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ე.წ. ეროვნული მარშის გამართვა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ისინი აანონსებენ“  .
 
ორივე ეს მარში ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში  აქტიური განხილვის საგანია:
 
,,ამას უნდა დაერქვას "გრუზინთა" ან"გრუზინული მარში,“ – ასე აფასებს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი14 ივლისს დაანონსებულ ე.წ. "ქართველთამარშს"- პირდაპირგეტყვით, არა"ქართველთა მარში" იმიტომ, რომ ასე მისაკუთრება სახელწოდების და ქართული ეთნოსის ან ქართველი ერის სახელით საუბარი არ შეიძლება. რასაკვირველია, არცერთ ჯგუფს არაქვს ამის უფლება და არ აქვს განსაკუთრებით ქსენოფობიით, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს,“ – აცხადებს იგი. ამავე დროს იგი მესალმება  ანტისაოკუპაციო აქციას, რომელიც იმავე დღეს იმართება: ,, ბოლო დროს ე.წ. საზღვრის კიდევ ერთხელ გადმოწევის ფაქტის შედეგად ცნობილი გახადა, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის მოთმენას. იგი რინციპში, გვეუბნება ასეთ რამეს: მე 500-მდე მეტრი დამრჩა იმისთვის, რომ გადაგჩეხოთ შუა წელში, შუაგზაზე, გორთან, როგორც გადაგჩეხეთ 2008 წელს და ამ დროს  ადამიანთა გარკვეული ნაწილი, მცირე ჯგუფი, თუნდაც დიდი ჯგუფი,   აპროტესტებს იმას, რასაც  ნოყიერი ნიადაგი რეალურად არ აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
 
,,.ილუზიები ნუ დაგძლევთ! – წერს – წერს დავით ნებიერიძე ,,თავისუფალი ზონის'' გვერდზე- თბილისსა და ბათუმში ერთდროულად აქციების ჩატარება უზარმაზარ რესურსს მოითხოვს. ამიტომ, ფაშისტი რუსეთუმეების მარში ცალსახად ხელისუფლების დაორგანიზებულია და ბინძური ბრეგაძე და ჯიბგირი კორკოტა, მხოლოდშ ემსრულებელი იაფფასიანი პაიკები არიან. უფრო მეტიც, ეს მარში ქოცებს შორის დიდი ომის დასაწყისის უტყუარი ნიშანია. როგორც ამბობენ, ღარიბაშვილისა დაკალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის და კრემლის კურატორები ორივე მხარეს აქეზებენ, რომ ბრძოლა მწვავე და ყველაზე ბინძურ ფორმებში გადაზარდონ. რაც"მართვადი ქაოსის" რუსულ სტრატეგიაში ჯდება. ეს ვირთხების ბრძოლა კი ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენსქვეყანას. ძალიან ძვირი. შესაძლებელია სისხლისღვრის პროვოვოცირებაც მოახდინონ. ამის ალბათობა  მაღალია ''

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...