მთავარისიახლეებისაზოგადოება"მალე სახლიდან ღვედგადაკრული მომთხოვენ გასვლას" - უცნაურად დადგმული საგზაო ნიშანი ხობში

“მალე სახლიდან ღვედგადაკრული მომთხოვენ გასვლას” – უცნაურად დადგმული საგზაო ნიშანი ხობში

Published on

"აიპრესი" ავრცელებს ინფორმაციას , რომ ხობის მუნიციპალიტეტში, სახოკიას ქუჩაზე გზის დათმობის მანიშნებელი საგზაო ნიშანი საკმაოდ უცნაურად დგას. მისი მთავარი ნაწილი კერძო სახლის ეზოს მხარესკენაა მიტრიალებული. 
 
აღნიშნულ ეზოში მცხოვრები ასკარ კვაშილავა "აიპრესთან" აცხადებს, რომ მას წარმოდგენაც არ აქვს როდის გაჩნდა იქ აღნიშნული ნიშანი, რადგან როცა სახლში მივიდა საღამოს დახვდა.
 
ასკარ კვლაშილავა: "საღამოს სახლში მოვედი. საერთოდ არ ვიცი ეს რა "ზნაკია". მართვის მოწმობა არ მაქვს. ჯერ მეგონა ვიღაც მეღადავებოდა მაგრამ არა. ხვალ ალბათ ღვედგადაკრული გამოსვლას მომთხოვენ სახლიდან".
 
"აიპრესი" საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, რომელმაც გაგვიცხადა, რომ ხვალ გაარკვევენ თუ რასთან გვაქვს საქმე.- წერს სააგენტო.
 
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...