მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბერშუეთში ზუგდიდელი ახალგაზრდებიც ჩავიდნენ

ბერშუეთში ზუგდიდელი ახალგაზრდებიც ჩავიდნენ

Published on

ზუგდიდელი პოეტი და მთარგმნელი გიგა ქავთარაძე ბერშუეთში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. ,, ოდიში ნიუსთან'' სატელეფონო საუბარში  იგი ამბობს, რომ  ბერშუეთში მასთან ერთად სამეგრელოდან ჩასული სხვა ახალგაზრდებიც იმყოფებიან.  
 
,,უმწეობის უკიდურესი განცდა 🙁 გული მერევა . კიდევ რუსეთს მისტირიან..) – ასეთია პირველი შთაბეჭდილება და განცდა,  რომელსაც გიგა ქავთარაძე უშუალოდ საოკუპაციო ხაზიდან გვიზიარებს, თუმცა აქვე ახსენებს  უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი:  "არასდროს აქციო ზურგი მოსალოდნელ საფრთხეს და არ ეცადო გაქცევით თავის შველას. ამგვარი ქცევით მხოლოდ გააორმაგებთ მას, ხოლო თუ კი პირისპირ და წარბშეუხრელად შეეგებებით, გაანახევრებთ.''
 
გიგა ქავთარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტორეპორტაჟებს ბერშუეთიდან, სადაც ახალგაზრდები რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას და საერთოდ მცოცავ ანექსიას პროტესტებენ.
 
,,მე და ჩემი მეგობრები უსათუოდ შევუერთდებით აქციას ოკუპაციის წინააღმდეგ,  რომელიც 14 ივლისს ტარდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და, რა თქმა უნდა ზუგდიდიდან, სამეგრელოდან კიდევ ბევრი შემოგვიერთდება.'' – ამბობს იგი ერთ-ერთ პოსტში. 
 
 ,,ქგგალე ჩქიმ საქორთუო! მორაგბეები საფრანგეთიდან მუდამ სამშობლოს გვერდში!!! ''- უცხოეთიდან  ეხმიანება ამ პოსტს კომენტარებში ზუგდიდელი დემეტრე ჭურღულია

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...