მთავარისიახლეებიპოლიტიკადონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში

Published on

„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა. 
 
ნაცვლად დაგეგმილი 30 წუთისა, შეხვედრა 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.
 
შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტების თანდასწრებით კომენტარები გააკეთეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ პუტინთან ერთად აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დადებით შედეგებს მოელის.
 
თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ამგვარი პირისპირი შეხვედრები და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...