მთავარისიახლეებიმსოფლიოწყალდიდობა იაპონიაში, კიუსიუდან ევაკუირებულია 100 ათასი ადამიანი

წყალდიდობა იაპონიაში, კიუსიუდან ევაკუირებულია 100 ათასი ადამიანი

Published on

იაპონიის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუსიუზე კოკისპირულ წვიმებს წყალდიდობა მოყვა.
 
იაპონიის ვიცე პრემიერის ტარო ასოს შეფასებით სიტუაცია კრიტიკულია .  დაიტბორა დასახლებები, ზოგიერთ რეგიონში მეწყერის ჩამოწოლამ ნგრევა გამოიწვია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ფუკუოკასა პრეფექტურაში:  განადგურებულია საავტომობილო გზები, ჩამორეცხილია რკინიგზა ქალაქ ჰიტაში, გარესამყაროს მოწყვეტილია ათეულობით დასახლება.  
 
სინოპტიკოსების გაფრთხილებების საფუძველზე ხელისუფლებამ კუნძულის გარკვეული ნაწილიდან 100 ათასამდე ადამიანის ევაკუირება მოახდინა, მაგრამ მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა :დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, 20  კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.  სამაშველო ოპერცია გრძელდება.
 
ქვეყანაში მომხდარის გამო, იაპონიის საიმპერატორო კარის საქმეთა სამმართველოს გადაწყვეტილებით გადაიდო პრინცესა მაკოს ქორწინების ოფიციალური გამოცხადება.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ამინდის გაუმჯობესებას არ ელოდებიან.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...