ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა: თბილისის ზღვაზე, ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

0
394
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ჩეჩნეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
 
მანქანაში მჯდომი კიდევ ორი მგზავრი, ერთი რუსეთის და ერთი -საქართველოს მოქალაქე, დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი და თავს კარგად გრძნობენ.
 
შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა.
სამაშველო ჯგუფი მთელი ღამე მუშაობდა; ავტომობილი, რომელიც თბილისის ზღვის წყალსაცავში ჩავარდა, დღეს დილით ამოიტანეს.
 
სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნულის გამო წყალი არ დაბინძურებულა.
წინა სტატია,,აფსნი ლაიფი’’ და გალის აფხაზური ადმინისტრაცია წაიკიდნენ. როგორ ებრძვიან ნაბაკი/ნაბაკევს და სხვა ქართულ ტოპონიმებს ოკუპირებულ აფხაზეთში
შემდეგი სტატიაზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებულზე ათით ნაკლები, სულ 425 აბიტურიენტი შევიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური