მთავარისიახლეებიპოლიტიკასანამ ჩინელებს, ირანელებს, ინდოელებს, თურქებს ,,გადაუვლიდეთ''...

სანამ ჩინელებს, ირანელებს, ინდოელებს, თურქებს ,,გადაუვლიდეთ”…

Published on

ქართველები ცხოვრობენ ევროპაში, აზიაში, ამერიკაში… ზოგი იქაური მოქალაქეა, ზოგი სწავლობს, ზოგიც მუშაობს და აქ ინახავს ოჯახს.
როგორ მივიღებდით ცნობას, რომ იქ მათ რწმენის ან ქართველობის გამო ავიწროებენ, სცემენ ან უკადრისად ეპყრობიან გონებადაბნელებული რელიგიური ან ულტრანაციონალისტი ექსტრემისტები?-  სვამს კითხვას  ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური საქართველოში უცხოელ მიგრანტა წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან და კოლექტიური ბრეგაძეების მიერ  დაანონსებულ  სხვადასხვა ,,მარშებთან"' კონტესტში.
 
,, გავიხსენოთ, როგორი შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი თანამემამულეების საბარგო თვითმფრინავებით გამოძევება ფაშისტური რუსეთიდან 2006 წელს!და თუ სხვისი უღირსი ქმედებები ჩვენიანების მიმართ მტკივნეული და აღმაშფოთებელია, რატომ გვინდა საქართველოს სტუმრებს მოვეპყრათ ისე, როგორც არ გვინდა, რომ ჩვენ მოგვექცნენ?
 
ან სად არის ტოლერანტობის, სხვისი რწმენის და ეთნიკური წარმომავლობის მიმართ შემწყნარებლობის ტრადიცია, რომელზეც ყველა ჩამოსულს სიამაყით ვუყვებით და მეჩეთზე და სინაგოგაზე მივუთითებთ?
თუ ველურის მორალი ვარჩიეთ იმას, რაც ისტორიულად ჩვენი კულტურული რაობის მთავარი ნიშანი იყო?''

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...