მთავარისიახლეებიკონფლიქტები"ხალხი გაუბედურებულია და მიტოვებული'' - სუს-ის ცარიელი განცხადებები ვერაფერი ნუგეშია საოკუპაციო ზოლში...

“ხალხი გაუბედურებულია და მიტოვებული” – სუს-ის ცარიელი განცხადებები ვერაფერი ნუგეშია საოკუპაციო ზოლში მოქცეული ადამიანებისთვის

Published on

"ხალხი გაუბედურებულია და მიტოვებული. არავინ არ ინტერესდება რა ხდება სოფლის თავს. პურის ყანები რუსებმა მიიტაცეს. ვერ ვიღებთ მოსავალს. გვეშინია, რომ ასეთი უპატრონობის ჟამს რუსები სოფელში არ შემოვიდნენ" – ამბობენ სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლები და  ხელისუფლებას საოკუპაციო ძალების თავნებობისგან დაცვას სთხოვენ.
 
როგორც ცნობილია,  ე.წ. საზღვარი, რომელიც ოკუპანეტებმა ორი დღის წინ 400-500 მეტრით გადმოწიეს, სოფლის ბაღებს ორად ჰყოფს. განსაკუთრებით დაზარალდა რამდენიმე კონკრეტული ოჯახი, მათ შორის ფერმერი გია გია ხოდელი, რომელივ ვეღარ შეაღწევს ახალ საზღვრებში – ცხინვალის დე ფაქტო მხარეს მოქცეულ თავის ყანასა და ბაღში და მოსავალს ვერ აიღებს. მან გაიზიარა  არაერთი იქაური მცხოვრების ბედი. რომელთა სავარგულები  სადაც მოსავალი უნდა აეღოთ, ოკუპანტებმა შარშან მოაქციეს ე.წ. საზღვრის მიღმა.   ამ ორი წლის განმავლობაში ხოდელმა ჯამში, 20 ჰექტარი მიწა დაკარგა. ბერშუეთელი გლეხები და მიწის მეპატრონეები შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთები მთლიანად დაიკარგება.
 
არის სხვა პრობლემაც. ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დაღუპული ქართველის, ალექსანდრე კვიწინაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტები სასაფლაოდან ერთ კილომეტრში იმყოფებიან და სავსებით მოსალოდნელია, რომ თუ ასე გაგრძელდა  სასაფლაო სადაც ქართველი სამხედროა დაკრძალული. ოკუპანტების საზღვრებს მიღმა მოექცეს,  ამიტომ  ისინი ცხედარის გადმოსვენებაზე ფიქრობენ.

 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ,,აღნიშნული  წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. ამიტომ საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების დაგეგმილ შეხვედრაზე, 11 ივლისს განიხილება. ''
 
ეს ვერაფერი ნუგეშია ბერშუეთის მოსახლეობისათვის. 
 
 

 
 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...