მთავარისიახლეებისაზოგადოებაუქმე დღეებით საქართველო და სლოვაკეთი ევროპის ლიდერები არიან

უქმე დღეებით საქართველო და სლოვაკეთი ევროპის ლიდერები არიან

Published on

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შემოთავაზებული კანონპროექტით, უკრაინაში არსებული 11 უქმე დღის 9-მდე შემცირება იგეგმება. უქმდება 1-2 მაისი, 8 მარტის მაგივრად, 9 მარტს შევჩენკოს დღე აღინიშნება, 9 მაისის მაგივრად კი დაგემილია 8 მაისს ხსოვნისა და შერიგების დღის დაწესება, ხოლო სულთმოფენობის შემდგომი ორშაბათის მაგივრად, სექტემბერში ოჯახის დღე აღინიშნება. ამ ვითარებაში უკრაინულმა ინტერნეტ პორტალმა Bird in Flight-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა თუ რამდენს ისვენებენ ევროპასა [1] და მსოფლიოში. IDFI-მ საინტერესოდ ჩათვალა ამ სტატისტიკის ქართული კონტექსტისთვის მისადაგება, მითუმეტეს საზოგადოებას ახსოვს სულ რამდენიმე თვის წინ გამართული დებატები, კიდევ ერთი უქმე დღის შემოღების თაობაზე.
 
ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა – 7 დღე ნიდერლანდების სამეფოს. მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი კოლუმბიაა 18 უქმე დღით, ხოლო მექსიკაში მხოლოდ 7 დღეს ისვენებენ,-ინფორმაციას ამის შესახებ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს:
 
“პირველი იანვარი ყველა ევროპულ ქვეყანაში უქმე დღეა, ალბანეთში, მონტენეგროში, რუმინეთსა და სლოვენიაში 2-ში, ხოლო სერბეთში 2 და 3 იანვარსაც ისვენებენ. რუსეთში საახალწლო არდადეგები იანვრის მთელ პირველ კვირას გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში და ლატვიაში 31 დეკემბერიც უქმე დღეა. რუსეთი და ბელარუსი ორად ორი ქვეყანაა ევროპაში, სადაც არც წითელი პარასკევი და არც აღდგომის შემდგომი ორშაბათი უქმე დღეებია არაა [2] . მხოლოდ წითელ პარასკევს ისვენებენ ესტონეთი, პორტუგალია და მალტა, ხოლო კვიპროსში და ნორვეგიაში დიდი ხუთშაბათიც უქმე დღეა.
 
ნიდერლანდების და დანიის გარდა პირველი მაისი ყველა ევროპულ ქვეყანაში უქმე დღეა. ქვეყნების უმეტესობა აღნიშნავს შრომის დღეს თუმცა კვიპროსი, სლოვენია, მონტენეგრო, ჩეხეთი, სერბეთი ფინეთი და ირლანდია აღნიშნავენ გაზაფხულის დადგომას. რუსეთში შრომის დღე და გაზაფხულის დადგომა ერთიანად აღინიშნება. 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე, მხოლოდ რუსეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში გამოცხადებულია დასვენების დღედ. აგრეთვე ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა სადაც 7 ნოემბერი – ოქტომბრის რევოლუციის დღე, უქმეა. 7 იანვარს შობის დღესასწაული უქმეა რუსეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინასა და ბელარუსში. აგრეთვე ბელარუსში და მოლდოვაში 25 დეკემბერიც დასვენებაა.
 
 
საინტერესოა რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში. საქართველოს შრომის კოდექსი 17 უქმე დღეს ითვალისწინებს (დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით), ესენია:
 
– 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
 
– 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
 
– 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
 
– 3 მარტი – დედის დღე;
 
– 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
 
– 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
 
– სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
 
– 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
 
– 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
 
– 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
 
– 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
 
– 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
 
– 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.
 
თუ უკრაინული საიტის მეთოდოლოგიას დავეყრდნობით და აღდგომის შაბათ-კვირას არ მივათვლით უქმე დღეებს, გამოდის რომ საქართველოში 15 უქმე დღეა. ამ რიცხვით საქართველო ევროპის ლიდერი გამოდის სლოვაკეთთან ერთად. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2017 წლის 15 მარტს მხარი დაუჭირა ინიციატივას 12 აგვისტოს – დიდგორის ბრძოლის დღე -“საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. ამ შემოთავაზების კანონად მიღების შემთხვევაში, საქართველო სლოვაკეთს გაასწრებს უქმე დღეების რაოდენობით და ევროპაში პირველი გახდება, ხოლო მსოფლიოში არგენტინისა და იაპონიის მაჩვენებელს გაუტოლდება.
 
ასევე საინტერესოა საერო და სასულიერო დღესასწაულების თანაფარდობა. დანიას 10 დღესასწაულიდან, მხოლოდ ერთი საერო დღესასწაული აქვს, რუსეთს პირიქით: 12 დღესასწაულიდან, მხოლოდ ერთია რელიგიური. ესტონეთს, მალტას, პორტუგალიასა და რუმინეთს თანაბარი რაოდენობის საერო და რელიგიური დღესასწაულია აქვთ. იმ ქვეყნებს შორის სადაც რელიგიური დღესასწაულები სჭარბობენ საეროს არიან: ავსტრია, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. ხოლო ალბანეთში, სლოვენიაში, სერბეთში, ბელარუსში, უკრაინასა და მოლდოვაში საერო დღესასწაულები რელიგიურს სჭარბობს. საქართველოში 15 დღესასწაულიდან 7 საეროა, ხოლო 8 საეკლესიო.”-ნათქვამია სტატიაში.

სიახლეები

ჩვენ ვართ ევროპა! – დღეს, 19:00 საათზე, აქცია პარლამენტის წინ

დღეს, 19 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება, საიდანაც ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში...

“გლობალური ომის პარტია არის რუსეთი”…”საქართველო ევროპაა და არა რუსეთი…” – ევროპელი დეპუტატები

შემდეგი ნაბიჯი არის ყველა სავარაუდო დარღვევის დამოუკიდებელი გამოძიება, რათა აღდგეს ნდობა პროცესის მიმართ. დამოუკიდებელი...

“როდესაც “ოცნება” ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან” -პავილიონისი EU-ში გაწევრიანებაზე

ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას - აცხადებს ლიეტუვას პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროკავშირში გაწევრიანების...

არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი… ვინც დემოკრატიის პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს – მიხაილ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის განცხადებით, პოლიტიკა რომელსაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება...