მთავარისიახლეებისამართალიადვოკატი მიხეილ რამიშვილი: თუ ქვეყანაში მართლმსაჯულება არსებობს, დეკანოზი გიორგი...

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: თუ ქვეყანაში მართლმსაჯულება არსებობს, დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ

Published on

თუ ჩვენს ქვეყანაში  მართლმსაჯულება არსებობს, დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ – ამის საფუძველს ექსპერტების ჩვენებები იძლევა –  განუცხადა ჟურნალისტებს   ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის გუშინდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ 
 
"ამ ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ, თუ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მართლმსაჯულება. "თუ არსებობს მართლმსაჯულება"-ს იმიტომ ვამბობი, რომ სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამა გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს მამა გიორგი პატიმრობაში. ვიმედოვნებ, იმ შეცდომას, რომელიც დღეს მოსამართლემ დაუშვა, განაჩენის გამოტანისას არ დაუშვებს. ეს უსამართლობა თუ გაგრძელდა, საქართველოში ნამდვილად არ დასრულდება. ამას არ დავამთავრებთ იმის ფონზე, რომ ვინმეს მივცეთ საშუალება და ნება, როგორც მას სურს, ისეთი სამართალი აწარმოოს, რადგან სამართალი ყველასთვის ერთია, ვინც არ უნდა იყოს, მაღალიც, დაბალიც, მსუქანიც და გამხდარიც", – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. 
ე.წ. ციანიდის საქმის  სასამართლო განხილვა 7 ივლისს გაგრძელდება

სიახლეები

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...