მთავარისიახლეებისამართალითბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამართალდამრღვევად ცნო

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  სამართალდამრღვევად ცნო. მსგავსი გადაწყვეტილება მირებულია სამინისტროს ათი სსიპ-ის ხელმძღვანელი პირის მიმართაც – ნთქვამია  სახალხო დამცველის განცხადებაში.
 
ომბუდსმენის ცნობით, მათ მიმდინარე წლის იანვრის თვეში რეკომენდაციით მიმართეს ამ ადამიანებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
 
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ისინი ვალდებულები იყვნენ განეხილათ აღნიშნული რეკომენდაციები და შედეგები ომბუდსმენისთვის წერილობით ეცნობებინათ 20 დღის ვადაში. თუმცა, კანონით დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა.
 
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებ­ლობა ფულად ჯარიმას გულისხმობს, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო იუსტიციის მინისტრისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
სასამართლომ  სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო გიორგაძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შოთა გუნია, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ზაქარაია, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მეჟლუმიანი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...