მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ გაჩნდა განცდა, რომ ივანიშვილის ფრთებქვეშ აღარაა ,,ქართული ოცნება”, იგი ორ...

თუ გაჩნდა განცდა, რომ ივანიშვილის ფრთებქვეშ აღარაა ,,ქართული ოცნება”, იგი ორ კვირაში დაიშლება – გია ხუხაშვილი

Published on

თუ საზოგადოებას გაუჩნდა განცდა , რომ ივანიშვილის ფრთებქვეშ აღარაა ,,ქართული ოცნება” ორ კვირაში დაიშლებიან – ამის შესახებ ,,პირველ რადიოსთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა განაცხადა.
 
ხუხაშვილის თქმით, ნებისმიერი კანდიდატი მიიღებს იმდენ ხმას ,რამდენსაც შეძლებს ქართული ოცნება თავის რესურსით.
 
,,ნებისმიერი კანდიდატი მიიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენასაც მოახერხებს ,,ქართული ოცნება” თავისი რესურსებით, რადგან იქ არ არიან ლიდერები და პირადი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ. ეს არის ერთიანი მასა, რომლიდანაც გადაწყვიტეს კალაძემ იყაროს კენჭი მერობაზე, ამიტომ კონკრეტულ ანალიზს და სახელსა და გვარს არ აქვს მნისვნელობა…
 
რაც შეეხება ივანიშვილის გამოჩენა არ გამოჩენას. ნათელია, რომ დღესაც პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში მიდის ივანიშვილის ნიშნით, მიუხედავად იმისა ერევა თუ არ ერევა ან რა დოზით მონაწილეობს ამ პროცესებში. მე ვფიქრობ ,რომ მისი ჩართულობა პროცესებში არის შესუსტებული და ეს ეტყობა კიდეც ბატებივით არიან დაბნეული, რას აკეთებენ თვითონ არ იციან, კრიზისების ძალიან შემაშფოთებელი რაოდენობა ჩამოყალიბდა ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის მხრებზე არ ზის ოცნება, რადგან ამ ადამიანებს არანაირი პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნიათ. მის გარეშე ამ სისტემის ფუნქციონირების წარმოდგენა არის შუძლებელი, რაც შეეხება მის საჯაროდ გამოჩენა არ გამოჩენას პოლიტიკა ამ საზომიკთ არ იზომება.
 
მაგრამ თუ ამომრჩეველს გაუჩნდა განცდა, რომ ივანიშვილი არ მონაწილეობს არჩევნებში, ,,ქართული ოცნება” დაიშლება ორ კვირაში. ივანიშვილის ნიშნით მიდის ამ დრომდე პროცესი. “-ამბობს ხუხაშვილი ,,პირველ რადიოსთან”.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...