მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

Published on

აბიტურიენტები პირველ გამოცდას, როგორც ყოველთვის, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. აპლიკანტების რეგისტრაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, საგამოცდო პროცესი კი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყებერთადერთი მცირე ცვლილება წელს აბიტურიენტებს უცხო ენის გამოცდაზე ელოდებათ, -მოსმენის ნაწილი ოდნავ გართულებულია.გამოცდები გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც ნახევრად ელექტრონული ფორმით ჩატარდება.„პროცედურები მსგავსია, რაც წინა წლებში იყო. დიდი განსხვავება არაფერი არ არის. რეგისტრაციის დროს ზედმეტ ნივთებს აბიტურიენტებს დაატოვებინებენ სარეგისტრაციო დარბაზში. დაახლოებით, 39 ათასამდე აბიტურიენტს ველოდებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. იწყება ტრადიციულად ქართული ენითა და ლიტერატურით იმდენად, რამდენადაც გასწორების პროცესი ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ გამოცდისთვის არის,“ -განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა.ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აქედან ათი თბილისშია.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...