მთავარისიახლეებისამართალი,,ფარული ჩანაწერების'' საქმეში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზში დააკავეს

,,ფარული ჩანაწერების” საქმეში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზში დააკავეს

Published on

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელზეც ბრალი შსს-ს, მათ შორის კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ წაყენებული, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. საქმეზე ბრალდებული 6 პირიდან 5 მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო.
 
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვისთვის კუდის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რევაზ შიუკაშვილსა და ირაკლი ყიფშიძის სასჯელი კი მოსამართლემ 4/4 წლით განსაზღვრა.  ორი ბრალდებული, ირაკლი ყიფშიძე და რევაზ შიუკაშვილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ დარბაზშივე დააკავეს.
 
 მსჯავრდებულების ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
 
როგორც   რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა ქეთევან მირიანაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს არ ჰქონდა არავითარი მტკიცებულება, რათა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა. 
 
"რა თქმა უნდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ამ გადაწყვეტილებას არ ველოდით და ბოლო წუთამდე დარწმუნებულები ვიყავით, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა, ვინაიდან არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის", – განაცხადა ადვოკატმა. 
 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...