მთავარისიახლეებისაზოგადოებაფაქტები და ვარაუდები - ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

ფაქტები და ვარაუდები – ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

Published on

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი შენობა, 2500-ს კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტერიტორია, სადაც ძირითადად ავტონაწილები, საბურავები და საღებავები ინახებოდა.
დაშავებულიაა რამდენიმე ადამიანი, სამი მათგანი  სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორი დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში შოკური შეტევით მოათავსეს, ხოლო კიდევ ერთ პირს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმებმა ჭრილობების დაშავების შემდეგ პაციენტი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
დაშავებულია  ერთი  მეხანძრეც, თუმცა მას მედიკოსებმა პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
 
 ზარალის დათვლა დღეიდან იწყება. ტერიტორიაზე ელოდებიან ექსპერტებსაც, . ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის თანამშრომლები. ადრე დილით ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს, რათა არ მოხდეს დამწვარ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა.
 
წუხელ სამასველო სამსახურის უფროსი არ აკეთებდა კომენტარებს ხანძრის შესაძლო გაჩენისა და გავრცელების  მიზეზების შესახებ, მაგრამ მოსახლეობაში პირველივე წუთებიდან  გაჩნდა ეჭვი, რომ ხანძარი შემთხვევითი არ არის. მოვაჭრეები აღშფოთებას გამოთქვამდნენ იმით, რომ ადგილზე მისული სახანძრო მანქანების ნაწილში წყალი თავიდანვე არ ესხა, ხოლო იმ ნაწილის ეკიპაჟებმა, რომელთაც წყლის მთელი მარაგი ხანძრის კერის ლიკვიდაციისთვის გამოიყენა, კარგა ხანს ვეღარსაიდან შეავსო იგი, რამაც ხანძრის ლოკალიზება კიდევ უფრო გაართულა.     
 
ბაზრის ადმინისტრაცია დღესა დილითაც ვერ საუბრობს, რას შეიძლებოდა, გამოეწვია ცეცხლის გაჩენა.  მათი დაკითხვა უკვე მოხდა.   

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შენობა, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა, დაზღვეული იყო. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადგენს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ზარალის ანაზღაურების საკითხიც.
 
ხანძრის მიზეზების და ზარალის ოდენობის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობას დღეიდან იწყებს. თბილისის მერიამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებები, რომ, თითქოს, სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, ან არ ჰქონდათ წყალი, სიცრუეა.
 
თბილისის მერია მოუწოდებს ყველას, ექსპერტიზის დასკვნამდე "ბრალდებებისა და ცილისმწამებლური განცხადებებისგან" თავი შეიკავონ და შექმნილი ვითარება პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოვაჭრეები დაზიანებულ საქონელთან მიმართებაში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან.
როგორც ვიცემერმა, ლაშა აბაშიძემ, განაცხადა, დაზარალებულების დახმარებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ზარალის დათვლის შემდეგ მიიღება.„კონკრეტულ ციფრებზე ვერ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ გვერდში დავუდგებით. კონკრეტული გადაწყვეტები საერთოდ არ ყოფილა, ეს გადაგვეტანა თუ არა. ამ ადამიანებს მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით,“ – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
 
მოვაჭრეები მერიის განცხადებებს სკეპტიკურად ხვდებიან – ისინი  ვარაუდობენ, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული ამ ტერიტორიის ,,გამოთავისუფლებისათვის'', ისევე როგორც ეს ,,ბავშვთა სამყაროს'' ტერიტოირიაზე მოხდა.  ისინი საუბრობენ იმაზე, რომ რამდენიმე ხნის წინ მათ მოსთხოვეს ტერიტორიიდან გასვლა იმ მოტივით, რომაქ დიდიინფრასტრუქტურულიპროექტის განხიორციელება იგეგმება.  რაზეც მათ უარი განაცხადეს. ,,აქ სემთხვევითობასთან კი არა, მიზანმიმართულ ქმედებასთან გვაქვს საქმე, ასე მოხდა ,,ბავშვთა სამყაროში''ხალხი ამ ფორმით გამოყარეს, ხოლო იქ ახლა ,,კარფურის'' ობიექტის აშენება იგეგმება.''.
 
მათ აზრს იზიარებენ პოლიტიკოსები და თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. წუხელ, ხანძრის ფონზე მიცემულ ინტერვიუში ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ დაადანაშაულა ხელისუფლება მსგავსი ხანძრების გახშირების ფაქთსი – და თავისი მოსაზრება დაასაბუთა იმით, რომ მიუხედავად უამრავი დაპირებისა, ,,ოქროს სამყაროსი'' გაჩენილი ხანძრის მიზეზები ჯერაცარავის დაუდგენია, გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება და დაზარალებულებსაც მათი მოთხოვნების მოსმენისა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, დასცინიან კიდეც – მან მაგალითად მოიყვანა ქალაქის მერის დავით ნარმანიას უპასუხიმგებლო და ცინიკური განცხადებები დაზარალებულ მოვაჭრეთა საპროტესტი აქციების პასუხად.
 
„ეს ხანძრები შემხვევით არ ჩნდება. საეჭვოდ დაემთხვა აღნიშნული ინციდენტი, ელიავას ბაზრობის წინასწარ დაანონსებულ გადატანის მცდელობას. დღეს მთავარი რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არის, ის რომ სასწრაფოდ დაადგინოს ხანძრის გაჩენის მიზეზად და დაუყოვნებლივ დაიწყოს ზარალის დათვლა და დაიწყოს ამ ადამიანებისთვის დახმარების გამოყოფა"  – განაცხადა საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი  ნადირაძემ.
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...