მთავარისიახლეებისაზოგადოება“ჩემი ცოლის დაქალების” სეზონი სრულდება - “უსასტიკესი ბოლო სერია”

“ჩემი ცოლის დაქალების” სეზონი სრულდება – “უსასტიკესი ბოლო სერია”

Published on

“ჩემი ცოლის დაქალები” ბოლო 4 სერია, პარასკევს, შაბათს, კვირას და დასკვნითი და უსასტიკესი სერია ორშაბათს, 22:00-ზე” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სერიალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა დაწერა.
 
ირაკლი საღინაძის თქმით, “ჩემი ცოლის დაქალების” მიმდინარე სეზონი მთავრდება, შემდეგი სეზონი კი სექტემბერში დაიწყება.
 
“გუშინ, კვირას, ვერ გავიდა სერიალი ეთერში. ელიავაზე მიმდინარე ხანძრის გამო ძალიან გვიანობამდე გაგრძელდა “კურიერი”, შესაბამისად, ეთერში გავალთ პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს. ამით სეზონი დასრულდება, სექტემბერში კი დაიწყება, მომდევნო – 12-ე სეზონი” – განაცხადა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთმა პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ.
 
სერიალის მთავარმა სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ საზოგადოება გრიშა კაკაჩიას და თემურ ძიგუას დნმ-ის ანალიზის პასუხს ორშაბათს გაიგებს. 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...