მთავარისიახლეებისამართალიაფხაზურაქციზიანი სიგარეტები ზუგდიდში - ოპოზიცია სამეგრელოს გუბერნატორს კონტრაბანდის მფარველობაში ადანაშაულებს

აფხაზურაქციზიანი სიგარეტები ზუგდიდში – ოპოზიცია სამეგრელოს გუბერნატორს კონტრაბანდის მფარველობაში ადანაშაულებს

Published on

აფხაზური აქციზით სიგარეტის ყიდვა დღეს ზუგდიდის ბაზრობაზე თავისუფლად შეიძლება. ფარულ ვიდეომასალაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ჩანს, რომ რუსეთში წარმოებულ აფხაზურაქციაზიან კონტრაბანდულ თამბაქოს დახლქვეშ ყიდიან.  

ზუგდიდის ბაზრობის მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტი მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ვინაიდან მომხმარებელი ე.წ. აფხაზურ სიგარეტს უფრო მეტად ყიდულობს.

მოვაჭრეების თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტრაბანდული საქონლის გადმომტანებს არ ამოწმებენ.

ერთადერთ გადმოსასვლელს ოკუპირებული ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს, თუმცა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთისას მოქალაქეებს ძალოვანი უწყების თანამშრომლები არ ამოწმებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში ამის მიზეზად გუბერნატორ ლევან შონიას ინტერესებს ასახელებენ. ოპოზიცია გუბერნატორს კონტრაბანდის მფარველობაში ღიად სდებს ბრალს. 

ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ არალეგალურ თამბაქოს ნაწარმს ებრძვიან, თუმცა ის, თუ რატომ იყიდება ამ დრომდე ზუგდიდის ბაზრობაზე სიგარეტი აფხაზური აქციზით პასუხი, არა აქვთ.

ვრცლად იხილეთ კურიერი P.S -ის სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე: http://rustavi2.ge/ka/news/79395

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...