,,ვერ ვნახე, დაკარგულიყო…” სად არის ბიძინა ივანიშვილი?

0
416
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყო. – იგი არ გამოჩენილა  მთაწმინდის პარკში , სადაც  კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს. ბიძინა ივანიშვილი პირველად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, არ იყო თავისი გუნდის გვერდით  ასეთი მასშტაბის  საარჩევნო შეხვედრის დროს. ამან კიდევ უფრო გაზარდა  კითხვის ნიშნები არა მხოლოდ ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, არამედ კალაძის კანდიდატურისადმი მის დამოკიდებულებასთან  დაკავშირებითაც. 
 
 უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ისედაც გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, მ კახა კალაძე ღირსეული კანდიდატია და ზედმეტი მხარდაჭერა არ სჭირდება –  ისედაც გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს.
„ქართული ოცნების“ წევრი, ენძელა მაჭავარიანი, ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება, ამიტომ მისი საარჩევნო კამპანიაში არმონაწილეობა პარტიაზე არ იმოქმედებს.
 
მთაწმინდის პარკში ეს კითხვები პარლამენტის თავმჯდომარესაც დაუსვეს,  კითხვაზე, შეთანხმებული იყო თუ არა ივანიშვილთან, კალაძის კანდიდატურა, მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო იღებს. რაც შეეხება კითხვას, რატომ არ დაესწრო ივანიშვილი კალაძის წარდგენას, ირაკლი კობახიძის თქმით, თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, რა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების დასმის საშუელება ჟურნალისტებს დაცვის თანამშრომლებმა აღარ მისცეს.
 
მაგრამ ეს და მსგავსი პასუხები კითხვებს ვერ  აქრობს. 
 
ჟურნალისტი ნატო უდესიანი სოციალურ ქსელში წერს: ,,თუ კარგად არის, წარდგენაზე რატომ არ მივიდა და თუ ცუდად არის კი არა, თითქოს სულ არ არის, ისე ერთი სამადლობელიც არ თქმულა მასზე. ამათგან ასე დასავიწყებელი არც კარგად და არც ცუდად მყოფი არ არის – ვუსმენ ტაქსის მძღოლის მოსაზრებას და ვხვდები, რომ რაღაც ლოგიკა არის მის ნათქვამში. ისევე, როგორც წარდგენაზე იმის არყოფნაში…
სხვა საქმეა, გაბუტული თუა და ამათი სამადლობელი არ ჭირდება არაფერში. აქ კი უკვე ვეღარ ვიგებ, ხუმრობს თუ სერიოზულად ამბობს მძღოლი და საერთოდ, ვისკენაა…''
 
ზვიად კუპრავა  ინტერნეტმედიაში აყალიბებს მოსაზრებას, რომელიც მთელ საქართველოში მუსირებს: 
,,ყოველგვარი ემოციების და პირადი ინტერესების გარეშე ივანიშვილის მიმართ, გთავაზობთ ჩავაანალიზოთ…სად არის ბიძინა ივანიშვილი?! ბიძინას ,,აორთქლება" ხომ არ არის კავშირში კვირიკაშვილის თეთრ სახლში ვიზიტთან?!
ფაქტი 1. ივანიშვლის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მან სხვა პროექტებთან ერთად მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის დიდი პროექტი საქართველოში და მას სააკაშვილთან ერთად, აფერისტი უწოდა.
რის შემდეგადაც გაჩერდა ტრამპის უმსხვილესი ინვესტიცია საქართველოში – ტრამპთაუერი.
ფაქტი 2. ყველასგან მოულოდნელად დონალდ ტრამპი ხდება აშშ პრეზიდენტი.
ფაქტი 3. ასევე მოულოდნელად, პრეზიდენტი ტრამპი იწყებს ანტირუსულ პოლიტიკას მსოფლიოს მაშტაბით.
ფაქტი 4. სპონტანურად, იგეგმება პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ტრამპი არადიპლომატიურ ვითარებაში ჯონ მაკეინთან ერთად ხვდება კვირიკაშვილს. რომლის ამსახველ უხერხულ ფოტოებს აქვეყნებს ოფიციალური თეთრი სახლი. სადაც პრემიერი კვირიკაშვილი დგას ფეხზე, ხოლო პრეზიდენტი ტრამპი კი ზის სავარძელში.
ფაქტი 5. კვირიკაშვილი ჩამოდის საქართველოში და არაოფიციალურ ვითარებაში ხვდება ბიძინა ივანიშვილს.
ფაქტი 6. ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ქრება არა მხოლოდ ქართული პოლიტიკიდან, არამედ ჟურნალისტები თუ დაინტერესებული პირები მის კვალს ვერ პოულობენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ფაქტი 7. პასუხი აქვს მხოლოდ ჯეჯეს – ბიძინა არის კარგად. '' – წერს ზვიად კუპრავა. 
 
თავისი  პასუხი აქვს თამარ ჩერგოლეიშვილსაც, რომელიც მისთვის ჩვეულ სტილში ,,ჯირყვნის'' ყველას, ვინც სვამს კითხვას  სად არის ივანისვილი?    
,,90-იანების სურნელი გამძაფრდა. სახელმწიფოს დისფუნქციურობას დაემატა ზვიადი ცოცხალიას უკუღმა ვერსია – ბიძინა მკვდარია.''- წერს იგი სოციალურ ქსელში. 
ზედმეტია კითხვა, რამდენად შეიძლება ამ ორი ფაქტის ერთ სიბრტყეზე განხილვა –  რადაგან ყველა კითხვა  ჩერგოლეიშვილის მიმართ, რომელსაც ყველა და ყველაფერი,  ,,ევროპული საქართველოს" გარდა,  ირონიის საგნად აქვს ქცეული,    დიდი ხანია გაქრა. 
 
საუკეთესო პასუხი ამგვარი ირონიზებული  ინტერპრეტაციების მიმართ ნიკა გვარამიას აქვს: 
არაოფიციალური მმართველი ოფიციალურად გაქრა.- წერს იგი სოციალურ ქსელში – ბიძინა ივანიშვილი რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე არ იმყოფებოდა, ესეც არ აღძრავს ლეგიტიმურ შეკითხვებს? ჯერ კიდევ ვერ მოვიპოვეთ ამ თემაზე შეკითხვების დასმის უფლება, ძვირფასო ჭკუის მასწავლებლებო და მორალისტებო? თუ ქვეყნის რეალური მმართველის მდგომარეობით და პოზიციით დაინტერესება ჯერ კიდევ ქაჯობაა?
 

 
 

წინა სტატია44-გრადუსიანი სიცხე და ქათმის კვერცხისოდენა სეტყვა ევროპის ქვეყნებში. სოფიაში სიცხემ 5 ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მალე გამოვა კულუარებიდან და ძალიან ღია, მკვეთრ და გადამწყვეტ ფორმებს მიიღებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური