მთავარისიახლეებისაზოგადოებაყურადღებით წაიკითხეთ საგამოცდო ბარათი და არ დააგვიანოთ – მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს...

ყურადღებით წაიკითხეთ საგამოცდო ბარათი და არ დააგვიანოთ – მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს ურჩევს

Published on

ხვალ, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები გახსნილია საქართველოს ყველა ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. თბილისში ათი საგამოცდო ცენტრია გახსნილი, ქუთაისში – სამი, ხოლო ზუგდიდსა და დანარჩენ ქალაქებში თითო საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. 
 გამოცდები დაწყების წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი  რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად აბიტურიენტებს რჩევას აძლევს, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში  იყო აბიტურიენტების მიერ საგამოცდო ადგილის  არევისა და დაგვიანების შემთხვევები. 
 
იგი მოუწოდებს აბიტურიენტებს, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ მისამართებზე და გაიარონ რეგისტრაცია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათი, სადაც მითითებულია როგორც საგამოცდო ადგილი, ასევე დრო. 
 
”ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით. საგამოცდო ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, დააკვირდნენ ცენტრის მისამართს და, რაც მთავარია, დროულად გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა. 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....