მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ ეს მართალია, საცივმა და ხარჩომ მოგვჭამა ჭირი

თუ ეს მართალია, საცივმა და ხარჩომ მოგვჭამა ჭირი

Published on

ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს რეგულარულად აფრთხილებს ქართული წარმოების ზოგ სანელებელში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით. – ამ ინფორმაციას  საინფორმაციო პორტალი On.ge აქვეყნებს ნიუ – იორკიდან ქართველი ემიგრანტის მიერ მიწოდებულ წერილზე დაყრდნობით. ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველი წერს, რომ სხვა მოქალაეების მსგავსად დეპარტამენტის წერილი მან  რამდენიმე დღის წინ მიიღო. 
 
ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში დამზადებულ ზოგიერთ სანელებელს აქვს ტყვიის მაღალი შემცველობა. 
ეს   სანელებლებია:
ყვითელი ყვავილი ან ზაფრანა;
სვანური მარილი;
ხმელი სუნელი ან ხარჩოს სუნელი;
მწარე წიწაკა, დაფქული ჩილი, წიწაკა, დაფქული კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი;
ქართული მარილი/სვანური მარილი;
უცხო სუნელი ან შამბალა;
მშრალი აჯიკა;
საცივის სუნელი.
 
“ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგიერთი საკვები შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, მაგრამ ის არ იყოს დასახელებული, როგორც ინგრედიენტი. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაყიდ ან იქიდან ჩამოტანილ სანელებლებს ექნება ტყვიის იმაზე მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სანელებლებს. ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მან შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში”, – აღნიშნულია ოფიციალურ გაფრთხილებაში.
 
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ორსულობის დროს ტყვიამ შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე. რაც უფრო მეტია ტყვიის შემცველი პროდუქტის მიღების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის რისკი. ტყვიით მოწამლული მოზრდილებისა და ბავშვების უმეტესობა არც ავად გამოიყურება და არც ცუდად გრძნობს თავს. მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება იმის დადგენა, ადამიანი მოწამლულია თუ არა ტყვიით.
 
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, თუ შეიძენენ ან მიიღებენ სანელებლებს საქართველოდან, ექიმთან ჩაიტარონ გამოკვლევები სისხლში ტყვიის შემცველობაზე.
 
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ეს გაფრთხილება პირველად 2015 წელს გამოაქვეყნა და მას შემდეგ მოსახლეობას რეგულარულად უგზავნის შეტყობინებებს.
 
On.ge  წერს, რომ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ცდილობს გარკვევას, რა იციან აღნიშნულის შესახებ და  ამოწმებენ  თუ არა ისინი ქართულ ბაზარზე არსებულ სანელებლებში ტყვიის შემცველობას. 

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი...

ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს

ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე! მ/წლის 15 ივნისს იტალიის ქალაქ მონტესილვანოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული...

მსოფლიო თასზე კადეტთა შორის სამი ზუგდიდელი მოჭადრაკე იასპარეზებს

15 – 28 ივნისს, ბათუმში გაიმართება მსოფლიოს თასი 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა...

ქართული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები სტრასბურგში დღეს ევროპარლამენტარებს შეხვდებიან

ქართული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დღეს ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. გაფართოებულ ფორმატში ათამდე ევროდეპუტატი მონაწილეობს. "ტვ პირველს"...