მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭალე - სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

ჭალე – სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

Published on

დღეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეს მოსახლეობამ  კიდევ ერთხელ გააპროტესტა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და ანძების მშენებლობა მათი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების სიახლოვეს 
 
მოსახლეობამ კომპანია „ენერგოტრანსის“ ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცა. ადგილზე სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. 
 
”არც ერთ მოსახლეს ჩვენს უბანში კომპენსაცია არ მიუღია. ჩვენ ვითხოვთ ეს ელექტროგადამცემი ხაზები ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთებიდან და სახლებიდან მინიმუმ 350 მეტრის მოშორებით გაიყვანონ, ან დაგვაკმაყოფილონ შესაბამისი კომპენსაციით“, – განაცხადა ადგილობრივმა მცვხოვრებმა  მანანა აქუბარდიამ. 
 
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოსახლეობა სამშენებლო ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე ხაზებისა და ანძების მშენებლობის სამუშაოები გრძელდება.
 
აქციის მონაწილეებს წალენჯიხის გამგებლის მოადგილე კახა შეროზია შეხვდა. შეროზია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციით უკვე დაკმაყოფილდა და დანარჩენი ნაწილიც დაკმაყოფილდება.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...