მთავარისიახლეებისამართალისპეცოპერაცია რამაზ ჩხიკვაძის დასაკავებლად - რა უფლებით ხნავდა იგი თავის...

სპეცოპერაცია რამაზ ჩხიკვაძის დასაკავებლად – რა უფლებით ხნავდა იგი თავის ყანას თავისივე ტრაქტორით

Published on

რამაზ  ჩხიკვაძე მიმდინარე წელს, სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საკუთარი ტრაქტორით, საკუთარი ყანის დახვნის მცდელობისას დააკავეს. სპეცოპერაცია შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს, დაკავების ოპერაციას ადგილობრივი პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ რამაზ ჩხიკვაძის საქმის განხილვა დაიწყო. ჩხიკვაძეს გამოძიება კანონის დარღვევას ედავება და მის ორწლიან პატიმრობას ითხოვს.  ჩხიკვაძეს ბრალი წაყენებული აქვს სსკ 381 მუხლით, რაც სასამართლო გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
საქმე ისაა, რომ, როგორც   შსს-ში აცხადებენ, ჩხიკვაძე ადრე გასამართლებული იყო 260 მუხლით, მას დაუდგინდა ნარკოტიკული თრობა, რის გამოც 5 წლის განმავლობაში აეკრძალა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, თუმცა პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა, როცა ის ტრაქტორს მართავდა".
რამაზ ჩხიკვაძე  38 წლისაა,  ტრაქტორისტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ცხოვრობს.  

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...