მთავარისიახლეებისაზოგადოებარა შეიცვალა 2015 წლის შემდეგ? სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ინფორმაცია ქართულ...

რა შეიცვალა 2015 წლის შემდეგ? სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ინფორმაცია ქართულ სანელებლებში ტყვიის შემცველობის შესახებ ორი წლის წინანდელ მდგომარეობას ასახავს

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტო მედიასაშუალებებით ქართულ სანელებლებზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სააგენტოს მტკიცებით, ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს.  ინფორმაცია რაც გავრცელდა, ასახავს 2015 წლის შედეგებს.
 
„სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას”, – აცხადებენ სააგენტოში.
 
30 ივნისს მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაიით, არის 2 წლის წინანდელი ინფორმაცია.
 
სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან. მაგრამ არ პასუხოვს კითხვაზე რა შეიცვალა 2015 წლის შემდეგ. სად წავიდა ტყვია , რომელსაც ჩვენი ბოსტანი მიწიდან და ჰაერიდან ისრუტავს?

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...