მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოლიგარქებმა იბარტყეს. თითქმის ყველა მაჟორიტარი ფეოდალად გადაიქცა'' - ,,ევროპულმა საქართველომ'' საბურთალოს...

,,ოლიგარქებმა იბარტყეს. თითქმის ყველა მაჟორიტარი ფეოდალად გადაიქცა” – ,,ევროპულმა საქართველომ” საბურთალოს მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

Published on

"ევროპულმა საქართველომ"  საბურთალოს მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები მარიამ რამინაშვილი და აკაკი კილასონია იქნებიან.
„ყველა რაიონსა და ქალაქში ახალმა ოლიგარქებმა ნელ-ნელა იბარტყეს. თითქმის, ყველა მაჟორიტარი, ამას ჩვენ კონსტიტუციის განხილვისასაც ვხედავთ, ფეოდალად გადაიქცა. თბილისში ამ კუთხით ჯერ კიდევ არის თავისუფალი სივრცე“, – განაცხადა გიგი უგულავამ. კანდიდატების წარდგენისას.
ელენე ხოშტარიამ თბილისში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული პროექტის პრეზენტაციაც მოაწყო.
პროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს ავტოპარკის განახლება, ელექტროტრანსპორტის განვითარება, ფეხით სასიარულო სივრცეების მოწყობა და ინფრასტუქტურის მოწესრიგება

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...