გარდაიცვალა 1992-1993 წლების სამხედრო გადატრიალების ერთერთი ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, თენგიზ სიგუას ერთადერთი შვილიშვილი, ქეთი სიხარულიძე .
გოგონა თურქეთში, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს გარდაიცვალა. ქეთი ავტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოზით მკურნალობდა, მაგრამ ბოლო დროს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და საოპერაციოდ თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას 21 ივნისს დედის, ირინა სიგუას ღვიძლი გადაუნერგეს, თუმცა გოგონამ ოპერაცია ვერ გადაიტანა.
“თანადგომა შეუფასებელია, სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მადლიერება თითეული თქვენგანის მიმართ ამხელა მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთს ვგრძნობ ულევ სითბოს. იმედია ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე დავბრუნდებით მე და ქეთი ერთად და ჯანმრთელად თბილისში. უღრმესი მადლობა”-წერდა ირინა სიგუა 20 ივნისს, ოპერაციის წინა დღეს.
ქეთი სიხარულიძე გუშინ, 29 ივნისს თბილისში დაკრძალეს