მთავარისიახლეებისაზოგადოება,,პირჯვარი გადავიწერე და ჩამოვედი, შემომიშვეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა'' - მამონტოვი დაგვცინის...

,,პირჯვარი გადავიწერე და ჩამოვედი, შემომიშვეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა” – მამონტოვი დაგვცინის კიდეც

Published on

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება ჟურნალისტის, სერგეი მამონტოვის საქართველოში კანონდარღვევით მოგზაურობის შესახებ. – ნათქვამია  სიუჟეტში, რომელიც ახლახან გავიდა რუსთავი 2 – ის ეთერში.
 
რადიო სადგურ "ლაპარაკობს მოსკოვის" მთავარი რედაქტორი "კურიერთან" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს საზღვარზე არანაირი კითხვა არ დაუსვამთ.
 
2009 წელს ვლადიმერ მამონტოვთან ერთად, დეპორტაცია გაუკეთეს კიდევ ერთ რუს ჟურნალისტს, მაქსიმ შევჩენკოს. მამონტოვის თქმით, ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, რომ არა შევჩენკოსთან განხორციელებული სატელეფონო ზარი. მისი განცხადებით, მაქსიმ შევჩენკო 2 წლის წინ სტუმრობდა საქართველოს და ასევე უპრობლემოდ შემოუშვეს საზღვარზე.
 
„ალბათ, იმ მომენტში ძალიან მძაფრი იყო იმის შეგრძნება, რომ აი ჩამოვიდა კრემლის 2-3 პროპაგანდისტი, რომლებისგანაც ობიექტურობას არ უნდა ელოდო, რომ ისინი აქ რაღაც ცუდს გააკეთებენ. მოდი, მათ საერთოდ აღარ შემოვუშვებთ, დაახლოებით, ასე იყო ალბათ. მე ამას ნორმალურად ვუყურებ, რადგან არსებობს ხოლმე ქვეყნებს შორის მწვავე საკითხები. საბუთებში ეწერა, რომ კანონის შესაბამისად ხდება დეპორტირება, რაც შეეხება აფხაზეთს, ამის დამტკიცება ჩემთვის შეუძლებელია, რომ იქ ვიყავი, მაქსიმ შევჩენკომ კი პირდაპირ უთხრა, რომ ის იყო აფხაზეთში და რა, რამდენიმე წლის წინ მაქსიმი შემოუშვეს ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდეგ გავბედე წამოსვლა. მან მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგშია, პირჯვარი გადავიწერე და ჩამოვედი, შემომიშვეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა,“ – განაცხადა ჟურნალისტმა, ვლადიმერ მამონტოვმა

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....