მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ნადირობს... უკრაინის ( და საქართველოს) მტრებზე

მიხეილ სააკაშვილი ნადირობს… უკრაინის ( და საქართველოს) მტრებზე

Published on

მიხეილ სააკაშვილი: თუ თქვენ ჩემზე ნადირობთ, მეც ვინადირებ თქვენზე
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში, თავის თოქ-შოუ Наша Україна-ში, გადაცემის დროებითი შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს პაუზა მაქსიმუმ 3-4 კვირას გასტანს, შესვენების შემდეგ კი ახალი სტუდიით დაბრუნდება.
 
"ერთი სტუდიის შესახებ უკვე გვითხრეს, რომ იგი ახმეტოვამ შეისყიდა, შემდეგ ახმეტოვამ აქ სამჯერ გათიშა ელექტროენერგია, შემდეგ ყველა ცალ-ცალკე იღებდა გაფრთხილებას, რომ თუ მასთან (სააკაშვილთან) ერთად იმუშავებთ, ანაზღაურებას ვერ ეღირსებით-ო…
 
მინდა ღიად განვაცხადო, რომ თუ თქვენ ჩემზე ნადირობთ, მეც ვინადირებ თქვენზე, ყველანი ვინადირებთ თქვენზე, ჩვენ ხომ გაცილებით ბევრნი ვართ. დერეფნებში კი ნუ გამოიჭერენ ხოლმე ჩვენს თანამშრომლებს, რომ ეუბნებიან, იცოდეთ, ნუ მუშაობთ სააკაშვილთან ერთად, ის ჩვენი და უკრაინის მტერია-ო… მოვიდნენ პირდაპირ ჩემთან და მითხრან ერთი, რა მტერი მე ვარ, ან რა პუტინის აგენტი მე ვარ…
 
ჩვენ ამ გადაცემაში შესვენების გამოცხადება მოგვიწევს, რომელიც მაქსიმუმ 3-4 კვირიანი იქნება. ჩვენ ახალ სტუდიას ავაშენებთ, ამაზე უკეთესს, ახალ ხალხს მოვიყვანთ, უფრო მეტი და პირდაპირი ეთერი გვექნება და რაც აქ გაჟღერდება, ყველაფერი გავა გადაცემაში", – აცხადებს სააკაშვილი.
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....