მთავარისიახლეებიპოლიტიკამაიკლ პენსის ვიზიტი არ დაგეგმილა მხოლოდ კვირიკაშვილის ,,ხათრით''

მაიკლ პენსის ვიზიტი არ დაგეგმილა მხოლოდ კვირიკაშვილის ,,ხათრით”

Published on

ივლისში საქართველოს გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა.
 
-“შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა! ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით”-განაცხადა პრემიერმა.
 
პრემიერის სიხარულს სკეპტიკურად აფასებენ სოციალურ ქსელში:
 
,,ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ პენსის ვიზიტი არ დაგეგმილა  მხოლოდ კვირიკაშვილის ,,ხათრით'' –  ახლა არსებით მნიშვნელობას იძენს ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მწყობრი ზეწოლა, რაც სახეზეა ვენეციის კომისიის და ევროპარლამენტის აქტიური პოზიციით. ასევე უდიდესი მნიშვნელობა ექნება აშშ პოზიციას, რომელიც დიდი ალბათობით გამჟღავნდება ვიცე პრეზიდენტ პენსის ვიზიტისას.''.
 
ერთერთი ინტერნეტმომხამარებელი წერს, რომ აშს – ში კვირიკაშვილს გასაგებად უთხრეს, რომ დროა ეს ხელისუფლება წავიდეს, მაგრამ მან ეს არ თუ ვერ გაიგო. მაინცდამაინც აქეთ უნდა ჩამოვიდნენ, რომ  რამე შეასმინონ?''
 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...