ნაციონალური მოძრაობის წევრი -გოგი ჩიქავა სოციალურ ქსელში სვამს კითხვას: ხბო რომ დაიკარგოს, მას მოიკითხავენ სოფელში და ეს 7 მილიარდიანი ბელადი რომ გაუჩინარდა, არ უნდა მოიკითხონ მის ხელებში შემყურე გრუზინებმა?
უბრალოდ მაინტერესებს. ის “30 ვერცხლი“ კიდევ გაიცემა ბელადის ძველი სიით?
როგორც ჩანს, ივანიშვილის კმაყოფაზე მყოფი პოლიტიკოსები და ,,ცნობადი სახეები'' იმტავითვე ირებდნენ მის დახმარებას პრინციპიტ ,,სენ ხილი იხილე, მებაღეს რას კითხულობ'' და ამ პრინციპს არ ღალატობენ დღესაც. აქამდე მხოლოდ ოდიოზური გურანდა იხოკავს საჯაროდ ღაწვწებს და იწტყევლება, რამდენამდე სერიოზული კითხვა კი ყოფილი პრემიერის ჯანმრტთლობის მდგომარეობაზე ამ წრიდან მედიაში არ გაჟღერებულა. ყველა საეჭვოდ დუმს.
რაც შეეხება მოკითხვას იმ ადამიანების მხრიდან, რომელნიც არასოდეს ყოფილან ოლიგარქის მხარდამჭერები და არც მისი რუსული ,,კორმუშკადან'' გამოკვებილან ოდესმე, ამ კითხვებს განუწყვეტლივ სვამენ თუმცა პასუხად იღებენ ვინმე მღვდლის, ბოდიბილდერის, ივანისვილის ცოლისდაქალისა და პარლამენტის თავმჯდომარის ისტერიულ მტკიცებას, რომ ივანისვილი კარგადაა, ხალისობს და ხმები მისსი ავადობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ბინძური კამპანიაა.
ამ ფონზე იბადება სწორედ იმგვარი კითხვები, როგორიც გოგი ჩიქავას აქვს. ნუთუ ოლიგარქს წყალში ჩაეყარა მილიონები, რომელთაც ამ ხალხს ურიგებდა და რამდენად უანგაროდ იყო გამოყოფილი მის მიერ საქართველოს ასაშენებლად გაწეული ხარჯები?
ამ კონტექსტში ერთობ საინტერესოა წერილს აქვეყნებს სტრასბურგში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, გიორგი შენგელია
"ბევრს აინტერესებს, ამხელა ქონების პატრონი, ბიძინა ივანიშვილი რატომ არ ყოფს ცხვირს საქართველოდან, ის ხომ საფრანგეთის მოქალაქეა? თავი რომ დავანებოთ იარაღით უკანონო ვაჭრობას და ფიქტიურ ქორწინებას საფრანგეთის მოქალაქეობის მისაღებად(რაც ფრანგული კანონმდებლობით დასჯადია), მისი საფრანგეთის საელჩოსთვის აშენებული შენობაც ვერ უშველის, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, საფრანგეთის სასამართლო დამოუკიდებელია და ვერც ხელისუფლება მოახდენს გავლენას, ვერც ქრთამი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ფრანგული კანონმდებლობით, ყველა მოქალაქე ვალდებულია შეავსოს წლიური შემოსავლის დეკლარაცია, განურჩევლად მდიდარია თუ ღარიბი, სახელმწიფო მოხელეა, ბიზნესმენი თუ უმუშევარი. შევსებული დეკლარაციის მიხედვით იბეგრება შემოსავალი. რაც უფრო მეტია ის, მით მეტს იხდი სახელმწიფო ბიუჯეტში. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი თაღლითია, ორი ქვეყნის მოქალაქეა და არც ერთის ბიუჯეტში არ რიცხავს მოგების გადასახადს! ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი? არ დაიჯეროთ! .ვინ დაითვალა ივანიშვილს რამდენი აქვს შემოსავალი და ბეგარის სახით რამდენი შეაქვს საქართველოს ბიუჯეტში? რაც უფრო მეტია მოგება, მით მეტი ბეგარა. არ იბეგრება მხოლოდ მოგებიდან ქველმოქმედებაში ჩადებული თანხა. სწორედ ეს არის მიზეზი უმეტესი მეცენატის გაღებული თანხისა , რადგან მოგება შეუმცირდეთ, სახელმწიფო ბიუჯეტში ნაკლები გადასახადი მოუწიოთ. ბიუჯეტში შესული თანხიდან ნაწილდება სხვადასხვა ფონდებში(სამედიცინო დაზღვევა,საპენსიო,სოციალური,უმუშევრობის…).ივანიშვილი მიზერულ თანხას იხდის „ცნობადი სახეების“ მოსასყიდად, რომ მათ ბიძინაზე ილოცონ, როგორც მესიაზე" .
ლოცვას ვინ ჩივის, ხსენებითაც არ ახსენებენ და, ვინ იცის, იქნებ ბრაზობენ კიდევაც მის გაუჩინარებაზე – ვინძლო პენსიები აღარ გაუგრძელონ.