მთავარისიახლეებიმსოფლიობერლინში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - ქალაქი დატბორილია. არის მსხვერპლი

ბერლინში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული – ქალაქი დატბორილია. არის მსხვერპლი

Published on

ბერლინში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული – დიდი სიცხეების შემდეგ გუშინ მოსული  ინტენსიური  წვიმის შედეგად გერმანიის დედაქალაქი დატბორილია. უხვმა ნალექმა ბერლინის ქუჩებში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. არაოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
 
სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე მოქალაქეების მხრიდან, დახმარების თხოვნით 3000-მდე ზარი შევიდა. დროებით დაიხურა ავტობანი ქაიზერდამსა და შპანდაუერი დამს შორის,   გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობა შეაჩერა საერთაშორისო აეროპორტმაც, თუმცა ამ დროისთვის რეისები უკვე აღდგა. 
 
გერმანული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზიანი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მიადგა. შტორმის, სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...